სამართალი

ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

image
  • Screenshot
  • 62
  • 1 დღის წინ

თბილისში, ჭავჭავაძის #19-ში, iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.

შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა მძარცველმა ჯერ მაღაზიის შუშები ქვებით ჩაამტვრია, შემდეგ კი დაახლოებით 90 000 ლარზე მეტის ღირებულების ტექნიკა წაიღო.

"გადაადგილების შეზღუდვა დასრულდა თუ არა, ზუსტად 10 წუთში, დაგვიკავშირდა ჩვენი დაცვის კომპანია, გვაცნობეს, რომ გატეხილი იყო შუშა. როგორც მოგეხსენებათ, iPlus-ს ხშირად სტუმრობენ ხოლმე ქურდები, თუმცა მიღებული გვქონდა ზომები, ანუ ჟალუზები, მაგრამ ეს იყო საკმაოდ გაწვრთნილი და პროფესიონალი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ ასე მარჯვედ და ალპინისტურად აძვნენ ამ ჟალუზებზე. ამ ძარცვას ვუკავშირებთ იმას, რომ გუშინ დაანონსდა, რომ iPlus ატარებს ყველაზე მასშტაბურ გათამაშებას, სადაც playstation 5-ები თამაშდება, ითვლება, რომ ძალიან ძვირადღირებული და დეფიციტურია, სწორედ ესენია დიდი რაოდენობით წაღებული და "აიფონები", - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.