საზოგადოება

"წინა ხელისუფლებამ ყველა ენერგომატარებელი გაყიდა და მიყიდა ვის? ვისაც ეძახის ნომერ პირველი მტერიო"

image
  • Google
  • 81
  • 2 კვირის წინ

ქუთათელ-გაენათელი მიტოპოლიტი, მეუფე იოანე ნამახვანჰესის საკითხს ჟურნალისტებთან ეხმაურება. 

მისი თქმით, ელექტროენერგიის მისაღებად სხვა ალტერნატიული გზების მოძიებაცაა შესაძლებელი. 

"მე არ ვიცი ბევრი რამე, თავიდან თითქოს მქონდა კომუნიკაცია იმ აქტივისტებთან, მაგრამ მერე რატომღაც გამერიდენ, არ აქვთ ჩემთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, იმ მიმართულებით მიდის, რა სცენარიც ვუთხარით. შეიძლება ესე წახვიდეთ და მე ამას არ გირჩევთ-მეთქი. აირჩიეს ეს სცენარი და ეს მათი პრობლემაა უკვე. მანდ არის თავისი რისკები, ცხადია. ჩვენ ამაზე გვისაუბრია. მე ერისკაცობაში გეოლოგი ვიყავი და კარგად მესმის იქ რა ხდება, როგორ არის, მაგრამ რას იზამ, ეს ახალგაზრდები, როგორც შენ არ მისმენ, ისე არ მისმენენ. 

ჩემი პოზიცია ჰესთან დაკავშირებით ასეთია: დღესდღეობით, დღევანდელი ტექნიკის განვითარების დონეზე, შესაძლებელია ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძებნა, ულევი და უვნებელი, მზის ენერგია იქნება, ქარის ენერგია იქნება, გამოყენება იმ ჩანჩქერების, რომელიც მუდმივად არის უხვი წყლით სავსე, მაგრამ ეს უნდა გათვალონ ეკონომისტებმა, მე არ ვარ ეკონომისტი. რა შესაძლებლობაა აქედან ენერგიის მიღება და სტრატეგიული გზა. მარტო ნამახვანი არ წყვეტს საკითხს, მთლიანად ენერგოუზრუნველყოფა საქართველოსი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ყველა ენერგომატარებელი გაყიდა და მიყიდა ვის?- ვისაც ეძახის ნომერ პირველი მტერიო, რუსეთს მიჰყიდეს. ეს გაუგებარია ხომ? ყველა ის ენერგორესურსი, რაც საქართველოში იყო, ძველი ელექტროსადგურები დღეს მიყიდულია, არადა შეიძლებოდა მათი რეაბილიტაცია და ახლის აშენების გარეშე, ენერგოდამოკიდებულება აღარ გვექნებოდა. ახლა რუსეთი არ არის დაინტერესებული შენ გქონდეს ენერგოდამოკიდებულება, ურჩევნია იყიდო მისგან დენი. ეს გზა აირჩია იმ ხელისუფლებამ, ასე რომ, აქ არ არის ვიღაცა ერთი კერძო პირი დამნაშავე", - განაცხადა მეუფემ.