საზოგადოება

"წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადასცემს

image
  • Google
  • 89
  • 1 თვის წინ

"წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადასცემს.  ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგნელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

რა ვადებში მიიღებს საქართველო აღნიშნულ დოზას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"იგეგმება "სინოფარმის" ვაქცინის დონაციაც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის "წითელი ჯვრის" საშუალებით, რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოესს პერიოდში გახდება ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ეს 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმის" ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.