ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.