Covid-19

ჩინეთის ნაჩუქარი "სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია

image
  • Facebook
  • 83
  • 1 თვის წინ

საქართველომ "სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა მიიღო.

"სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩინეთის ხელისუფლებას ვაქცინისთვის  მადლობას უხდის.

"ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს ზალკალიანი.

6 მაისს ქვეყანაში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.