პოლიტიკა

"ჩვენ ვართ პარტია და უნდა გვყავდეს მერობის ჩვენი კანდიდატი"

image
  • Political party Lelo
  • 109
  • 1 თვის წინ

პარტიას "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის თქმით, მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განხილულა.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის მომხრეა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ახალი სახეები გამოჩნდნენ.

"მე ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც.

ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი",  - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.