პოლიტიკა

"ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ"

image
  • Google
  • 101
  • 1 თვის წინ

პარტია "პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა. 

როგორც ოქრიაშვილმა  ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის, რომ გირაო არის ჩარიცხული, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს და ამ ინფორმაციას არც თავად ნიკა მელია ფლობდა.

სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელთა შესახებაც ორი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ოქრიაშვილის თქმით, იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობის დეტალები.

"მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან "მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი კითხვის ნიშანია დასმული - არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და
ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის.

2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ პარტია „პროგრესსა და თავისუფლებას“ და ნიკა მელიასთან ჩვენი პარტიების მომავალ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.