პოლიტიკა

"ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით დოკუმენტის შესრულების პროცესს"

image
  • Twitter
  • 86
  • 2 კვირის წინ

ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით დოკუმენტის შესრულების პროცესს. გაგახსენებთ განცხადებას, რომელიც კრისტიან დანიელსონის მეორე წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ გავავრცელეთ. ჩვენ გვინდოდა მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მეგობრები, პარტნიორები ვართ თქვენს მხარეს, არ გვინდა შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მაგრამ გვინდა საქართველო წავიდეს წინ და ამისათვის საჭიროა მმართველი პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საფუძველზე შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა "ქრონიკასთან“ განაცხადა.

„დემოკრატიაში კონკურენცია ნორმალურია, დემოკრატიაში ბევრ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დგება. მმართველმა პარტიამ უნდა გაატაროს რეფორმები და ამით შეასრულოს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა. მაგრამ დემოკრატიაში ოპოზიციასაც აქვს პასუხიმგებლობა“, - განაცხადა მაკალისტერმა.