პოლიტიკა

"ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, როგორ შეიძლებოდა საქართველოს დახმარება პანდემიასთან ბრძოლაში"

image
  • Google
  • 75
  • 3 დღის წინ

ლიეტუვა მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირის და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრის დროს განვიხილეთ ბრძოლა პანდემიასთან. ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, როგორ შეიძლებოდა საქართველოს დახმარება პანდემიასთან ბრძოლაში, რომ საქართველოსთვის ვაქცინები გადმოგვეცა. ლიეტუვა მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირის და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მიზანია 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ამბიციური, თუმცა ეს შესაძლებელია. ეს არის დიდი დემოსტრირება თქვენი გამბედაობისა", - აცხადებს გიტანას ნაუსედა.