პოლიტიკა

"შემიძლია ვთქვა "რესპუბლიკური პარტიის" სახელით, რომ მზად ვართ, ხელი მოეწეროს ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს"

image
  • Google
  • 50
  • 2 კვირის წინ

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტი პოზიტიური და მათთვის მისაღებია.

"ჩვენ გვქონდა პირდაპირი საუბარი ბრიუსელთან, საიდანაც გაგვაცნეს მოლაპარაკებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია და როგორც ამას ხედავს პრეზიდენტი მიშელი, როგორ შეიძლება გადაწყდეს დაპირისპირება და შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა ვერ ვთანხმდებით.

დოკუმენტი, რომელიც დღეს დადო პრეზიდენტმა მიშელმა, არის ძალიან პოზიტიური პროგრესი და აქ უკვე არის ჩანაწერი კონკრეტულად, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხს. ჩანაწერი მკაფიოა, ლაპარაკია ორ საკითხზე და არის კონკრეტული გზები, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი. ამიტომ, დოკუმენტი არის მისაღები და შემიძლია ვთქვა "რესპუბლიკური პარტიის" სახელით, რომ მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს, თუმცა ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ შევთანხმდეთ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.