პოლიტიკა

"ყველა პოლიტიკურ ძალას მმართებს მეტი სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს"

image
  • Google
  • 67
  • 2 კვირის წინ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება. 

"ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით 2024 წლის განაცხადი მართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის ერთგვარი ლაკმუსის ტესტია. საქართველოს ამ ტესტის გასავლელად სჭირდება პირველ რიგში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს არ იქნება საქართველოსთვის კარგი. 

აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტეგრაციის პროცესი გაჭიანურდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მმართებს მეტი სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.