პოლიტიკა

"ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს"

image
  • Google
  • 53
  • 2 დღის წინ

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას", - აცხადებს ჰარცელი.