საზოგადოება

"ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია"

image
  • Facebook
  • 77
  • 2 კვირის წინ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს.

"დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "AstraZeneca"-ს ვაქცინით ავიცერი.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში. 

დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია", - წერს სერგეენკო სოციალურ ქსელში.