სამართალი

ქუთაისში სავარაუდოდ, აღდგომის ღამეს საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

image
  • Google
  • 90
  • 2 კვირის წინ

ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე სახლი გაქურდეს. შემთხვევა სავარაუდოდ, აღდგომის ღამეს, "კომენდანტის საათის" დროს მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები სახლში შევიდნენ და თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებსაც ეძინათ.

როგორც შსს-ს პრესცენტრში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ და საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.