საზოგადოება

ქუთაისში რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის აქცია იმართება

image
  • Facebook
  • 50
  • 3 კვირის წინ

ჩასვლას გეგმავდნენ რიგითი ქუთაისელები გუმათში, რომლებიც ავტოკოლონით ხეობისკენ დაიძვრნენ. მსვლელობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობიდან დაიწყო. მოქალაქეები რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ და გეგმავდნენ, რომ სოფელ გუმათში ჩასულიყვნენ და იქ შეერთებოდნენ აქციას, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გადაუკეტეს. 
 
აქციის მონაწილეები, ამჟამად, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი და პროტესტს იქ აგრძელებენ. 

"მოვუწოდებ მთელს ქვეყანას, ხო გული გწყდებათ და გენატრებათ ის საქართველო, სადაც ერთად ვიდექით და ერთად ვიბრძოდით, მოდით ახლა და დაგვიდექით გვერდით. ისტორიაში შეხვალთ და ყოველთვის იამაყებთ იმით, რომ იბრძოდით თქვენი სამშობლოს მიწის დასაცავად. არავინ გაბედოს, რომ რიონის მცეველებზე, იქ შეკრებილ ბავშვებზე, ქალებსა და უბრალო ადამიანებზე იძალადოს. საზოგადოება ამას ხედავს და ისევ თქვენთვის იქნება ცუდი"-განაცხადა დავით კუხიანიძემ. 

თავის მხრივ, სოფელ გუმათთან შეკრებილი რიონის ხეობის მცველები და მოქალაქეები ქუთაისის მიმართულებით დაიძვრნენ, სადაც ამ წუთებში, მათი მხარდამჭერი აქცია იმართება. 

არსებული ინფორმაციით კი, რიონის ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი შეიყვანეს. ე.წ. დახურულ ზონაში წყლის ჭავლის ავტომანქანებიც არის მობილიზებული, მიტანილი აქვთ საბურავებიც.