შემთხვევა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა

image
  • Screenshot
  • 70
  • 2 კვირის წინ

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა. 

არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, სამგზავრო მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რასაც 3 ავტომობილის შეჯახება მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

როგორც Front News International-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.