ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა ქუჩის დასაწყისში განთავსდა.
ერთ-ერთ სახლზე აბრა, შინდისის ბრძოლის გმირმა ტრისტან ჩიტიძემ შვილებთან ერთად განათავსა.
მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.