სამართალი

ქობულეთში ძმამ ძმა მოკლა

image
  • Google
  • 94
  • 1 თვის წინ

ქობულეთის სოფელ ჩაის უბანში ძმამ ძმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ადრეც იყო. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ამჯერად, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მკვლელობა სანადირო თოფით ჩაიდინა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.