Covid-19

"ქვეყანა ეპიდემიოლოგიური აფეთქების წინაშე დგას"

image
  • Press Office
  • 76
  • 2 კვირის წინ

ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - "ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"სინოფარმთან“ მიმართებაში ჩვენ გვესმის, რომ ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, გაიზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობის გამტარუნარიანობა. მოთხოვნა არის „სინოფარმის“ მიმართ, საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიური აფეთქების წინაშე დგას და ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.