პოლიტიკა

"ქართული ოცნება" თავისი უმრავლესობით ცდილობს გაიტანოს ყველაფერი, მათ შორის ის, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმებას"

image
  • Screenshot
  • 62
  • 1 დღის წინ

ოპოზიციის მიერ წარდგენილ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის ჩავარდნას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი ძალა თავისი უმრავლესობით ცდილობს "გაიტანოს ყველაფერი"

"ქართულმა ოცნებამ" გამოიტანა საკუთარი ვარიანტი, რომელიც მას აწყობდა, დააყენა იგი კენჭისყრაზე, რაც შეეხება ოპოზიციის ვარიანტს, ჩააგდო. "ქართული ოცნება", თავისი უმრავლესობით ცდილობს გაიტანოს ყველაფერი, მათ შორის ის, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმებას. 

რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ აპირებს, რაიმე სახით დაეთანხმოს იმ დათქმას, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, სასამართლოსთვის დათანხმებას ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური დათქმა, რომელიც ჩაიდო, ეს იყო პირდაპირ ნიკას წინააღმდეგ მიმართული", - აცხადებს დეკანოიძე. 

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა და კანონპროექტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 61 იყო. კანონპროექტი პარლამენტს შალვა შავგულიძემ წარუდგინა.

პარლამენტმა "ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს კი მხარი 2 მოსმენით დაუჭირა.