პოლიტიკა

"ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ზედმიწევნით შეასრულოს შეთანხმების პუნქტები"

image
  • Parliament of Georgia
  • 85
  • 1 თვის წინ

"ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ, ღია, ინკლუზიურ და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებზე დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა.

მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას ხელი შეუწყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.