პოლიტიკა

"ფიქრობენ, ამით "ლეიბორისტულ პარტიას" დაასრულებენ, ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ხელისუფლებაში ყოფნას"

image
  • Screenshot
  • 52
  • 4 დღის წინ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კანონპროექტს ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული მათი პარტიის წინააღმდეგ მიმართული კანონია.

"როგორც ცნობილია, ვერანაირმა ზეწოლამ, "ლეიბორისტული პარტია" ვერ აიძულა, შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული უზურპირებული ძალაუფლება. სასჯელმაც არ დააყოვნა და ამ წუთში პლენალური სხდომა იხილავს ფაქტიურად "ლეიბორისტული პარტიის" საქმიანობის აკრძალვაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც ივანიშვილმა, მილიარდელმა დაგვიტოვა. 20 000 თვეში, რომელიც ივანიშვილს ყოველ დღე, თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით "ლეიბორისტულ პარტიას" დაასრულებენ, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ, ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, მას ვეტო დაადოს.