პოლიტიკა

"ფაქტებით, რაც გვქონდა, შეუძლებელი იყო ისტორიის აგება, რომ ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა, ამის მერე დაიწყო პრობლემები"

image
  • Screenshot
  • 2356
  • 1 კვირის წინ

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, წლების წინ საქართველოდან წასვლა მისთვის ერთადერთი შანსი იყო.

როგორც იმნაიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, პრობლემები პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

"მე პირადად დავდექი არჩევანის ზღვარზე, მაშინ, როდესაც პრემიერი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. წინა დღეს გორში იყო ტერაქტი და მეორე დილით, 07:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი იპოვეს გარდაცვლილი და ეს იო უბედური შემთხვევა, თუმცა არანაირი მტკიცებულება ჯერ არ არის და ჩვენ ვიწყებთ გადაცემისთვის ფაქტების მოძიებას, ერთის მხრივ არის ინფორმაცია, რომ გაზის გამათბობელი არ იყო მწყობრში, თუმცა ჩვენ გავიგეთ, რომ გაზი იმ მომენტში არ მიეწოდებოდა, ასევე, მერე ხდება ცნობილი, რომ სისხლში მომწამლავი ნივთიერების რაოდენობა იყო 55 და ეს ნიშნავს, რომ პრემიერი უნდა იყოს რეანიმაციაში და არა მორგში, მერე გაიზარდა ეს მონაცემები და 70-ს გასცდა, ეფბიაიმ ჩაატარა მოკვლევა და როდესაც შეეცადნენ, ამ ბინაში კონცენტრაციის დონე მიეყვანთ იმ დონეზე, რომ ორი ადამიანის გარდაცვალება გამოეწვია, არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი პატარა ფანჯარა არ იკეტებოდა, იმ ფაქტებით, რაც ჩვენ გვქონდა შეუძლებელი იყო იმ ისტორიის აგება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, ბოლოს მერაბიშვილთან მოკლე ინტერვიუს შესაძლებლობა მოგვეცა და როდესაც ვკითხე, საიდან იცოდა დილით ადრე, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მიპასუხა, რომ სუნი იგრძნო, რაზეც ასევე ეჭვი შევიტანეთ, ვინაიდან, CO-ს გამონაბოლქვს, არც სუნი, არც ფერი, არც გემო არ აქვს. ამის მერე იწყება პრობლემები, იყო თვალთვალი, ერთხელ მომცეს "რჩევა" - სწრაფად ატარებ შენ მანქანას, გუდაურში გიყვარს ასვლა, საკუთარ თავს თუ არა იმ გოგოს მაინც გაუფრთხილდი, შენი მეგობრებიც კი დაიჯერებენ, რომ ეს იყო ავარია, მსგავსი "კეთილი რჩევები" მომდიოდა სხვადასხვა მხრიდან. საბოლოო ჯამში გადაცემა დახურეს, მე მოვხვდი "შავ სიაში", საქართველოდან წასვლა იყო ერთადერთი შანსი, რომ გამეგრძელებინა ცხოვრება, სადაც რაღაცის გაკეთებას შევძლებდი", - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.