პოლიტიკა

"უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა"

image
  • Facebook
  • 34
  • 1 დღის წინ

მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს, აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით, – ამის შესახებ საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ გაიმარჯვა სამართალმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობის შედეგად საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში.

ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით.

თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს დღეიდან, აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით.

თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი.

ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა.

მადლობას გიხდით ყველას ვინც გვერდში მედექით!!!

P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა!!!“ – წერს ირაკლი კასრაძე.

მინდია დავითაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.