საზოგადოება

სხდომის პარალელურად საპატრიარქოსთან  პატრიარქის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

image
  • Screenshot
  • 71
  • 2 კვირის წინ

საპატრიარქოში ჩანიშნულ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. დღევანდელ შეხვედრას ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე სტეფანეც დაესწრება. 

კრების პარალელურად საპატრიარქოსთან, დილიდან სხვადასხვა ეპარქიიდან ეკლესიის მრევლია შეკრებილი. ისინი პატრიარქს სოლიდარობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ კონკრეტული პირების მხრიდან ხდება საპატრიარქოს დისკრედიტაცია. 

"რასაც ესენი აკეთებენ, როგორც მიტინგზე იქცევიან პოლიტიკური პარტიები, იმის მსგავსია. მოუვარდნენ პატრიარქს და უყვირიან, პოლიტიკური აქციებივით გვიტარებენ. მომავალი თაობები გვეზრდება და არ მივცემთ უფლებას ჩვენს პატრიარქზე ასე ისაუბროს ვინმემ, მთელი ერი დავირაზმებით. ამდენი ხანი ჩუმად ვართ, ხმას არავინ არ ვიღებთ, ვაცლით, მაგრამ ხვალ და ზეგ ასე აღარ იქნება. სხვანაირად დავდგებით ამ ყველაფრის მიმართ", -განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

"ჯერ ჭყონდიდის ეპარქიაში სცადეს შევარდნა და შევარდნენ, მერე მოვიდნენ საპატრიარქოსთან, ილანძღებოდნენ. თან დააანონსეს, რომ ყოველ ხუთშაბათს მოვალთო, ამიტომ მოვედით ჩვენ აქ მრევლი, შიშველი ხელებით, აბა გაბედონ და მოვიდნენ, პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენონ. საკადრის პასუხს მიიღებენ"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.