პოლიტიკა

"სუს-მა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა, აკეთებენ აუდიო-ვიდეო გადაღებას, აპირებენ იარაღის არსენალის "აღმოჩენას" 

image
  • Front News International
  • 240
  • 2 თვის წინ

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს.

"დანამდვილებით ვიცით, რომ სუს-მა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხლისღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა.

სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის "აღმოჩენას".

მიიღეთ ადეკვატური ზომები ამ საფრთხის გასანეიტრალებლად (მოიწვიეთ კამერები, დაათვალიერებინეთ და გადააღებინეთ ოფისი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები და ასე შემდეგ)", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.