შემთხვევა

სოფელ ჩიხარეშში ადგილობრივების მიერ ნაცემი მძღოლი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 99
  • 6 დღის წინ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ჩხუბის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.