პოლიტიკა

"სითბოს ვგრძნობ და ეს იმედს მაძლევს"

image
  • Google
  • 66
  • 2 კვირის წინ

ამ დოკუმენტში არაფერი პრინციპული სიახლე არ არის იმასთან შედარებით, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში განვიხილავდით. ძირითადმა მოდერატორმა თითოეული პუნქტი გაიარა. გაჩნდა ის პუნტქი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

იმედი მაქვს, მხარეები ამდენი ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ მაინც იქნებიან უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ამ შეთანხმებას არ გავაფუჭებთ. მე და ჩემი პარტია დაველოდებით პარლამენტში ჩვენი კოლეგების შემოერთებას და იმედია, მერე ერთად შევალთ დარბაზში. სითბოს ვგრძნობ და ეს რაღაცნაირად იმედს მაძლევს, რომ ჩვენი კოლეგები დღეს საღამოს, როდესაც ისინი ითათბირებენ საკუთარ კოლეგებთან, გაიაზრებენ იმ შესაძლო შედეგებს, რომელიც ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვება და მიიღებენ საღი აზრის საფუძველზე საკუთარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.