პოლიტიკა

"საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან"

image
  • Parliament of Georgia
  • 60
  • 6 დღის წინ

"მინდა ჩვენი საზოგადოება დავარწმუნო, რომ საქართველო და უკრაინა  სტრატეგიული პარტნიორები არიან და დიდი მცდელობის მიუხედავად, რომელიც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის მხრიდან ხორციელდება თითქმის ყოველდღიურად  ამ ურთიერთობებს არანაირი ჩრდილი არ მიადგება“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

"უკრაინის პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. პირველი საკითხი ეს არის ეკონომიკური  თანამშრომლობა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივი აღიარება მოხდება ვაქცინაციის დოკუმენტების, რაც ტურიზმის აღდგენას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი სფერო რაზეც შეთანხმება მოხდა ეს იყო ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობა, შავი ზღვის პორტების სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება დ ჩვენი პორტების ერთობლივად დატვირთვა. ასევე, სავაჭრო ბრუნვის ჯერ პირველ ეტაპზე მილიარდ დოლარამდე გაზრდა და შემდეგ, ასევე ერთობლივი ნაბიჯებით დაგეგმვა ბაზრების ინტეგრირებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნისთვის.

ამ შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ არსებობს პოტენციალი  უკრაინა -  საქართველო - ევროკავშირი ამ სამკუთხედში საექსპორტო ზრდისა და უკანასკნელი ციფრები აჩვენებს რომ უკრაინასთან ექსპორტის ზრდა არის 20%-ზე მეტი რაც ასევე იმედის მომცემია.

მეორე ძირითადი საკითხი იყო ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა საზოგადოებას რომ მივაწოდოთ სწორი ინფომრაცია უნდა ვთქვათ, რომ  ეს აერის ძალიან მოკლეხნიანი სამიტი. იგი გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ სამ საათს. ეს აერის ტექნიკური შიდა სამიტი და ასევე სამიტი, რომელზეც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია   გაეცნობა საკუთარ მოკავშირეებს. აქედან გამომდინარე ეს არის დიდი სამიტისთვის მზადებისთვის შუალედური ეტაპი  და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სამიტზე უნდა დამტკიცდეს არის 2030 წლის სტრატეგია, სადაც გარწმუნებთ,  საქართველოს და უკრაინის წევრობაზე აუცილებლად იქნება საუბარი. 

მესამე მნიშვნელოვანი თემა ეს არის ასოცირებული ტრიოს ფორმატი, რომელიც ახლახან დაარსდა და მას საპარლამენტო დონეზე ასევე მხარს უჭერს საქართველოს - უკრაინა- მოლდოვას ასამბლეა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დაფუძნდა. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთდ მოემზადებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის  და იმისათვის, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ მეტი დიფერენცირება და  ასოცირებული ქვეყნებისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემა, რათა ისინი სწრაფად დაუახლოვდნენ ევროკავშირს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ არის კონფლიქტები და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.  ჩვენ შევთანხმდით რომ გავაგრძელებთ ურთიერთკოორდინაციას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ერთიანი ფრონტით გამოვალ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტებში. ასევე უკრაინა იქნება თანაავტორი გაეროს რეზოლუციისა, რომელიც ეხება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას და სევე იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულს სხდომაზე.