Covid-19

საქართველოში 43 000 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა

image
  • Facebook
  • 117
  • 1 თვის წინ

საქართველოში 43 000 დოზა "ატრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა. 

აღნიშნული დოზა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

"ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge. მეორე დოზით აცრა ჩატარდება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.