პოლიტიკა

"საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება"

image
  • Screenshot
  • 85
  • 2 კვირის წინ

საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, შესაძლოა, განიხილონ, როგორ იქნებიან ჩართული ამ არჩევნების დაკვირვების პროცესში.

„საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც წესი, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ არჩევნების განსაკუთრებულ დატვირთვას და ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ, როგორ ვიქნებით ჩართული დაკვირვების პროცესში. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა. ვიცით, ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.