Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 63
  • 2 კვირის წინ

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  783 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35%, ბოლო 14 დღის – 2,98%, ბოლო შვიდი დღის – 3,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915  გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.