Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 72
  • 4 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 - გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 790 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 802, „პისიარ“ ტესტით –4 988.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 313 742 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 295 458 გამოჯანმრთელდა, 4 183 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 788 პირი.