Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 82
  • 5 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 - გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 476 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111, „პისიარ“ ტესტით – 4 365.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5%, ბოლო 7 დღის – 5,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 294 252  გამოჯანმრთელდა, 4 163 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 114 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 790 პირი.