Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა   

image
  • Google
  • 34
  • 1 კვირის წინ

საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 066-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 425-ია.

ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,2% პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 281 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 769, კლინიკურ სასტუმროში რჩება 228 პირი.