Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 104
  • 1 თვის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 319 266 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 298 807 გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 354 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი.