Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 36
  • 2 კვირის წინ

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 33 337 პირი, დღიურად აცრილია – 1 426.

კარანტინის რეჟიმშია 224, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 424 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 621 პირი.