Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 102
  • 1 კვირის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

24 საათში 690 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 20.

ჩატარდა 20 129 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 667, „პისიარ“ ტესტით – 13 462.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,7% ბოლო 14 დღის – 4,87%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 311 457 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 291 457 გამოჯანმრთელდა, 4 130 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 96, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 919 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 750 პირი.