Covid-19

საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

image
  • Google
  • 137
  • 1 თვის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 - გარდაიცვალა.
  
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,84%, ბოლო 14 დღის – 5,98%, ბოლო 7 დღის – 6,55%.

ქვეყანაში სულ აცრილია – 61 319 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 765.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 321 919 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 300 989 გამოჯანმრთელდა, 4 281 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 386 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 812 პირი.