Covid-19

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

image
  • Google
  • 69
  • 2 კვირის წინ

საქართველოში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ. იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერ სხვა ჯგუფი გამომდინარე ქრონიკული დაავადებების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლებო9, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ მოწოდება, რადგან 55 წელს გადაცილებულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“, მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად“ , – აღნიშნა გაბუნიამ.