საზოგადოება

"საქართველოში არის საკმაოდ დიდი დეფიციტი ანტიგენ ტესტების, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი"

image
  • Google
  • 34
  • 2 კვირის წინ

"ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი საქართველოში კორონავირუსის ტესტების დეფიციტზე საუბრობს.

მისი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენა ვეღარ მოხერხდეს.

"ცნობილი გახდა დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში არის საკმაოდ დიდი დეფიციტი ანტიგენ ბაზირებული ტესტების, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 000 არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა არის ძალიან სახიფათო და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. მინიმალური რაოდენობის ზრდის პირობებშიც კი, როდესაც იქმნება ასეთი დეფიციტი, მაშინ როდესაც ჩვენ რამდენიმე თვეა, ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში რაოდენობის ზრდას და ეს ყველასთვის ცნობილი იყო, ამ ფონზე ტესტების დეფიციტი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა და რაც მთავარია, დაგეგმოს სწორად ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს ამის შესყდვა"- განაცხადა კალოიანმა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ: "ტესტების მარაგი სისტემატიურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ იქნება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.