სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდება

image
  • Facebook
  • 159
  • 1 თვის წინ

დღეს, რაგბი ევროპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს შეხვდება. ამავდროულად მატჩი 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

ლევან მაისაშვილის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

რაგბი ევროპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო ნაკრებებს შორის თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. მატჩი ლისაბონში ჩატარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.