სამხედრო

სამხედროები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ

image
  • Ministry of Defence of Georgia
  • 124
  • 1 თვის წინ

თავდაცვის ძალების სამხედროები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. სპეციალურად სამხედროებისთვის ორგანიზებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პერიოდის მემუარული ხელნაწერები და მემორიალური ნივთები. პირადი შემადგენლობა გაეცნო გენერალ გიორგი კვინიტაძის ხმოვან ჩანაწერს, მის კუთვნილ ნივთებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი რუკის ფრანგულ გამოცემასა და იმდროინდელ პრესაში ოკუპაციის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ არაერთ პუბლიკაციას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომლობით აღდგენილი გენერალ კვინიტაძის აღდგენილი სამოსის კოლექციაც.