პოლიტიკა

"სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი თბილისში, წლების განმავლობაში დაგროვილ სამშენებლო  პრობლემების  მოგვარებას შეეხება"  

image
  • Parliament of Georgia
  • 74
  • 1 დღის წინ

"თბილისში არსებობს ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა  - 12 ათასი ობიექტი, რომლებიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ამ 12 ათას ობიექტში ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, იქ ცხოვრობენ თაობები, იბადებიან,  იზრდებიან, თუმცა, მათ  უძრავ ქონებას ფასი არ აქვს,  იმიტომ, რომ შენობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული“ - განაცხადა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას.  
 
მისი თქმით, უაზრობაა ასეთ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები და მომავალშიც გამორიცხავს  მსგავსი სამშენებლო  პრობლემის დაგროვებას, რადგან კანონის მიღების შემდეგ ექსპლუატაციის საკითხი კანონის მკაც ჩარჩოში მოექცევა.
 
"თბილისში, ასეთი ობიექტი არის 12 ათასი, აქედან 6 700 არის საცხოვრებელი, დანარჩენი კომერციული ფართია.  წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარებას შეეხება ეს საკითხი და აქ უაზროა პოლიტიკური სპეკულაციები, იმიტომ, რომ საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე. დაგროვდება თუ არა მომავალში მსგავსი პრობლემები? არ დაგროვდება რადგან პრევენცია უკვე ჩადებულია სწორედ იმ კანონში, რომელსაც დღეს ვიღებთ. ეს კანონი განსაზღვრავს, რომ ვიდრე  შენობა ექსპლუატაციაში არ იქნება  მიღებული, იქ ვერ შევა კომუნიკაციები, შესაბამისად  მოქალაქეები იქ ვერ იცხოვრებენ. ეს არის გამორიცხული, მაგრამ, დღეს უნდა დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.