სამხედრო

საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა 

image
  • Ministry of Defence of Georgia
  • 66
  • 1 კვირის წინ

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.  

დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა პოზიციების რაიონში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება, საბრძოლო წყობაში გაშლა და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.  

საარტილერიო სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ეტაპად ჩატარდა. 

პირველ ეტაპზე ბატარეის დონის სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფების, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, ბატალიონის შემადგენლობაში წვრთნასა და შეფასებას მოიცავდა.  

წვრთნების მიზანს მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.  

დასკვნით საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობისა და მე-6 საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.