საზოგადოება

"რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის"

image
  • Google
  • 164
  • 1 თვის წინ

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის კონსტანტინოპოლის ეკლესიას, შესაბამისად, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს. 

"რა თქმა უნდა, არა. პირველყოვლისა, რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის  უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის. 

რაც შეეხება თქვენს სიტყვებს: თუ საქართველოს ეკლესია სცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო სცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო, ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს", - განაცხადა ბართოლომეოს I-მა "ფორმულასთან" ინტერვიუში.