პოლიტიკა

"რუსეთი უკრაინისთვის შესაძლოა, "ქართული სცენარის" გამეორებას გეგმავდეს"

image
  • Facebook
  • 143
  • 3 კვირის წინ

რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას გეგმავდეს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ანდრეი ტარანი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეთი კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ ევროპის სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

"ჩვენს თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ სიტუაცია სათანადოდ არ შევაფასოთ. გააზრებული გვაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. მათ შეუძლიათ პროვოკაციები გამოიყენონ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა 400 ათასს ადამიანს რუსული პასპორტები დაურიგა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება რუსეთისთვის მძლავრი სიგნალი იქნებოდა.