პოლიტიკა

"როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას აჭამო? რანაირად უნდა გადაიხადოს გირაო, ხომ გაუქმებულია?"

image
  • Google
  • 54
  • 2 კვირის წინ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურა ტყუის, როდესაც გვეუბნება, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეუძლია. 

მისივე განმარტებით, სანამ მელია ციხეში ზის, ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდება.

"ბულბულაშვილს მინდა ვუთხრა: იდიოტი ხომ არ ხარ შვილო? როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას აჭამო? რანაირად უნდა გადაიხადოს გირაო, ხომ გაუქმებულია? იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმაც იცის, რომ საპატიმრო გირაო ვერ გამოიყენება აქ, დააყენოს მაშინ პროკურატურამ გირაო და თუ სასამართლო დაამტკიცებს უნდა გამოვიდეს, მერე იმ ვადაში გადაიხადოს, ეს ხომ იცის ამ ბულბულაშვილმა აფერისტმა, ან იმ შარიკოვმა. ორი გრამი განათლება კი აქვს, მაგრამ არ იცის? ვის ატყუებენ ეგენი? უსინდისო და მატყუარები არიან, ხალხს ორჯერ ორჯერზე ეუბნებიან შვიდი არისო. იგივე პროკურატურა მერე გამოვა და სამართლის უზენაესობაზე დაიწყებს  საუბარს, კობახიძეც დაუმატებს შემდეგ ჩვენი პროკურატურა დეპოლიტიზირებულიაო. ჟურნალისტები რომ ნახავთ ამ იდიოტ ბულბულაშვილს ჰკითხეთ, როგორ უნდა გადაიხადოს ნიკა მელიამ გირაო. სამართლებრივად მითხარი და თუ ვერ მეტყვი, მაშინ პანჩურის ღირსი ხარ. სანამ მელია ციხეში ზის, მანამ სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხდება", - განაცხადა უგულავამ.