საზოგადოება

რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

image
  • Facebook
  • 79
  • 3 კვირის წინ

ქუთაისის ხმა ნამოხვანს! - რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად აქცია დაანონსდა. 

მოქალაქეები ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან და ნამოხვანის მიმართულებით ავტომსველობას გამართავენ. 

"ჩემო მეგობრებო! ქუთაისელებო! ადამიანებო, რომლებსაც ამდენი ხანია გიცნობთ და იცით რომ მე ლამაზი ტყუილის თქმას, მწარე სიმართლე ვილაპარაკო მირჩევნია! მე ვიცავ ჩემს მიწას და მე ამით ვიამაყებ წლების შემდეგ, რაც არ უნდა მოხდეს! ამიტომ, ყველას მოგმართავთ ვინც ამ პოსტს კითხულობთ: 14 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაიწყება ავტომანქანების საპროტესტო მსვლელობა ნამოხვანის მიმართულებით. აქციის მონაწილეები სოლოდარობას უცხადებებ რიონის ხეობის მცველებს. ვიკრიბებით ის ხალხი, ვისაც საქართველოს მიწა უყვარს! ის ხალხი, ვისც სჯერა, რომ ჩვენი მიწა არ უნდა გაიყიდოს! თქვენი იმედი მაქვს! ვიცი, რომ სახლში არ იჯდებით!", - წერს დავით კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია. პოლიცია ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დღეს დილით, პოლიციამ გუმათთან რკინის ბარიკადებიც აღმართა.