საზოგადოება

რიონის ხეობაში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

image
  • Front News International
  • 65
  • 2 დღის წინ

ხმაური იყო დღეს რიონის ხეობაში. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება კომპანია "ენკას" პროექტის მენეჯერის შეურაცმყოფელმა ჟესტებმა გამოიწვია, რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეების მისამართით იყო გამიზნული. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შედეგად, პოლიციამ აქტივისტების ერთი წევრი დააკავა, რომელმაც ტექნიკას ქვა ესროლა. 

"ხმაური სამუშაოების განახლებამ და პროექტის მენეჯერის შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩვენი მისამართით. გვიყვიროდა, მუქარის შემცვლელი რეპლიკები ჰქონდა, ხელით უხამსი ჟესტიც გვიჩვენა",-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავთან, პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, უკვე 122-ე დღეა, ღამეებს კარვებში ათევენ. ისინი ითხოვენ, კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა დატოვოს.